დაწყების თარიღი:

25 მაისი, 2026 წ.

კურსის ხანგრძლივობა:

1 თვე

შეხვედრები:

8 შეხვედრა / 16 საათი

ღირებულება:

450 ₾

სერტიფიკატები:

გაიცემა კურსის 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში

  • II ნაკადი

    28 Feb, 2026 – მიმდინარე

  • I ნაკადი

    15 Dec, 2025 – 4 Feb, 2026

  • კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

    596 68 00 11

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის შესახებ

მიზანი

MS Excel კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება;
  • ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისათვის Microsoft Excel-ის პროგრამის უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
  • კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ელექტრონული სახით ჩაწერა, სისტემატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია, დამუშავება, რაოდენობრივი ანალიზი, შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვა ფუნქციონალური ფორმების შექმნა;
  • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.

ლექტორები

სოფიო კაჭარავა

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

შაკო რაზმაძე

  • შაკო ამჟამად მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ში, სადაც პასუხისმგებელია მონაცემების ანალიზზე, ავტომატიზაციის პროცესების დანერგვაზე და მონაცემთა მართვის გაუმჯობესებაზე;
  • აქტიურად იყენებს Excel-ს ყოველდღიურ საქმიანობაში, KPI-ების მონიტორინგისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის;
  • კითხულობს Excel-ის ლექციებს HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის ფარგლებში, სადაც სტუდენტებს ასწავლის მონაცემების დამუშავებას, ფორმულებისა და Pivot Table-ების გამოყენებასა და ავტომატიზაციას (Conditional Formatting, Data Validation).