ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კონტენტ კამპანიების კონცეფციისა და იდეების შემუშავება;
  • ბრენდის ტონისა და ნარატივის განსაზღვრა და მისი ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხში;
  •  კონტენტის წლიური და კვარტალური ხედვის ფორმირება ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად;
  • კონტენტ კალენდრის შემუშავება და მართვა;
  •  სოციალური მედიის კონტენტის სტრუქტურირება პლატფორმების სპეციფიკის მიხედვით;
  •  სოციალური მედიის ტექსტებისა და პოსტების შექმნა;
  • კამპანიების საკომუნიკაციო მესიჯების ფორმულირება;
  •  პროექტებისა და ღონისძიებების ნარატივის ჩამოყალიბება;
  •  ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, დიზაინერებთან და კონტენტ კრეატორებთან ეფექტური თანამშრომლობა;
  •  გარე სააგენტოებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია კონტენტ პროექტების ფარგლებში;
  • ღონისძიებებისა და გადაღებების შემდეგ კონტენტის სწრაფი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  •  გამოქვეყნებამდე საკომუნიკაციო მასალების საბოლოო ხარისხის კონტროლი;
  • სოციალური მედიის პლატფორმების ფუნქციონალის ეფექტური გამოყენება ბრენდის კომუნიკაციაში;
  •  კომპანიის ვებგვერდის პერიოდული აუდიტი და კონტენტის განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კონტენტ მენეჯმენტის, ბრენდ კომუნიკაციების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • ძლიერი წერითი და რედაქციული უნარები ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  •  ქოფირაითინგის პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ტექსტის შექმნის უნარი;
  • სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკისა და კონტენტის ფორმატების კარგი ცოდნა;
  • კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (კონტენტ კალენდარი, კამპანიები, პროექტები);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტი;
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  •  დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად კონტროლის უნარი;
  •  გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.