ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი, არსებული ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გათვალისწინება მართვის პროცესში;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი ეფექტური იმპლემენტაცია;
  • გაყიდვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შედგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
  • კომპანიის მიზნების მისაღწევად ახალი იდეების გენერირება და ახალი სერვისების/პროდუქტების განვითარების ინიცირება
  • მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხისა და სანდოობის პროდუქტის/სერვისის შეთავაზების უზრუნველყოფა
  • გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუქციებისა და პროცესების შექმნა
  • გაყიდვების მენეჯერების შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი
  • გუნდის წევრების მოტივირება
  • გაყიდვების გუნდის პროფესიული განვითარება: გარიგებების განხილვა/ანალიზი, გაყიდვის ტექნიკების დახვეწა და ტექნიკური ტრენინგების ჩატარება
  • დეპარტამენტში თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, სამუშაო აღწერილობების (JD) შემუშავება და გასაუბრებების წარმართვის პროცესში ჩართულობა
  • გაყიდვების დინამიკის პერიოდული ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი