HR მენეჯმენტის და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის პირველი ნაწილის ფარგლებში, მოწვეულ ლექტორთან, ეთუნა ჟვანიასთან (Head of HR, Archi)  ერთად,  განვიხილეთ სტრატეგიული, საოპერაციო და ადმინისტრაციული HR-ის მნიშვნელობა.

 

გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირს:

„ამ ეტაპისთვის იმ თეორიული ცოდნის დალაგებაში მეხმარება, რაც ვიცი და მაწვდის ინფორმაციას, რომელიც არ ვიცი. ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი იყო, ისევე როგორც სხვა სტუდენტების და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ გამიმართლდა. მადლობა“.

 

„ჩემთვის ეს კურსი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცემია, სადაც ვრცლად, გასაგებად და მარტივად აქვთ ლექტორებს გადმოცემული მთავარი სათქმელი. ამას თან ემატება მათი პირადი გამოცდილება და ქეისები, რისი განხილვის შედეგად უფრო გასაგები ხდება თეორიული ნაწილი“.

 

„კურსი ძალიან მომწონს და ნამდვილად შეესაბამება ჩემს მოლოდინებს, რადგან დიდ მხარდაჭერას და ზრუნვას ვგრძნობ ჩვენი – სტუდენტების მიმართ“.

 

„ვფიქრობ, ძალიან სწორ ადგილას მოვედი და სწორი არჩევანი გავაკეთე, იმისთვის რომ თქვენთან მიღებული თეორია და პრაქტიკა ჩემს სამუშაო პროცესში გამოვიყენო. თქვენი წყალობით კიდევ უფრო  ნათელი გახდა ჩემთვის HR-ის როლი კომპანიაში. აქვე მინდა აღვნიშნო ეთუნა ჟვანია და მისი  გასაოცარი პროფესიონალიზმი, ყველას ვუსურვებ ამ ადამიანთან შეხვედრას. მადლობა გაწეული შრომისთვის“.

 

„ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. მომწონს რამდენად გასაგებად და დაწვრილებით გვიხსნიან ყველაფერს. მომწონს ის ფაქტი, რომ ყველა კითხვაზე დეტალურად გვპასუხობენ და არ გვაგრძნობინებენ ზოგჯერ რამდენად მარტივ კითხვას ვსვამთ. ამ ეტაპისთვის ყველა ლექციაზე ბოლომდე ვიყავი ჩართული და მნიშვნელოვანია ისიც ავღნიშნო, რომ ეს თითოეული მონაწილის დამსახურებაცაა“.