კურსის “HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის” მერვე ნაკადი წარმატებით დასრულდა.

მადლობა მონაწილეებს ამ ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროგრამის მსვლელობისას მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ და საკვანძო უნარებმა კურსდამთავრებულებს მყარი საფუძველი მისცა, რათა თავდაჯერებულად დაიწყონ პროფესიული ნაბიჯების გადადგმა HR სფეროში.
მონაწილეთა გამოხმაურება ჩვენთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ყოველი სიტყვა, ყოველი შეფასება წარმოადგენს საფუძველს შემდგომი განვითარებისთვის.

გიზიარებთ სტუდენტების აზრს ჩვენი მუშაობის შესახებ:

“შინაარსობრივად კურსი ჩემთვის საინტერესო და პრაქტიკაზე ორიენტირებული იყო. განსაკუთრებით მომწონდა ის, რომ თეორიულ ნაწილთან ერთად რეალური მაგალითები და ქეისები განიხილებოდა,როგორც HR მენეჯმენტში, ისე რეკრუტინგის პროცესში. კურსი დამეხმარა უკეთ გამეგო კანდიდატებთან კომუნიკაციის ეტაპები, შერჩევის კრიტერიუმები, ინტერვიუს სტრუქტურირება და onboarding-ის მნიშვნელობა. მომეწონა ასევე ლექტორების ჩართულობა და ის, რომ კითხვებზე დეტალურად გვპასუხობდნენ.
ტექნიკური თვალსაზრისით კურსი კომფორტულად იყო ორგანიზებული: ონლაინ ფორმატი ჩემთვის მოსახერხებელი იყო, პლატფორმა სტაბილურად მუშაობდა და ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ძალიან დამეხმარა მასალის გადამეორებისას. საერთო ჯამში, კურსი ღირებული და სასარგებლო გამოცდილება იყო და მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩემი ცოდნა HR მენეჯმენტსა და რეკრუტინგში”

” ძალიან ენერგიული და ბიძგის მომცემი ლექტორები იყვნენ, მათგან უამრავი პრაქტიკული რჩევა მივიღე. განმარტებები მკაფიო, პრაქტიკაზე ორიენტირებული და რეალური გამოცდილებაზე დაფუძნებული იყო. განსაკუთრებით დამეხმარნენ HR ხედვის ჩამოყალიბებაში.”

“გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმითა და მშვიდი ახსნის სტილით. დეტალურ პასუხებს გვაძლევდნენ კითხვებზე და ყურადღებას ამახვილებდნენ რეალურ HR გამოწვევებზე.”

“ძალიან მეგობრული და ნამვილად თავისი საქმის პროფესიონალები, ხშირად გვიზიარებდნენ ცხოვრებისეულ და სამუშაო გამოცდილებებს, რაც თეორიას ცოცხალს ხდიდა. სტუდენტებთან მათი კომუნიკაცია ძალიან მეგობრული და მხარდაჭერაზე ორიენტირებული იყო.”

” კომპანიასთან შემდგომ თანამშრომლობას პოზიტიურად ვუყურებ. კურსი ჩემთვის სასარგებლო გამოცდილება იყო, ამიტომ მომავალში განვიხილავ სხვა პორექტებში მონაწილეობას .