გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:

  • გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
  • კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • პოტენციური კლიენტების (ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების) მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
  • დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ტრანსპორტის სპეციალისტისთვის გადაზიდვებთან დაკავშირებული შეკვეთების სრულყოფილად მიწოდება;
  • მომსახურების ფასნამატის განსაზღვრა;
  • დამკვეთი კომპანიებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, განაცხადი და ა.შ) მომზადება/ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის შესახებ ინფორმაციის რეპორტინგის ფაილში ასახვა;
  • ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში დამკვეთთან კომუნიკაცია შეკვეთის სტატუსის შესახებ;
  • კლიენტის მიერ პროდუქტის/სერვისის საფასურის გადახდის უზრუნველყოფა;
  • გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხების შესახებ დამკვეთის კონსულტაცია და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სატრანსპორტო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1);
  • რუსული ენის ცოდნა (B1);
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.