SMARTSMART Support
ვაკანსიების პულსი · ბარათები ბიზნესისთვის
სექტორის ბარათი

HoReCa: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები

სექტემბერი–ოქტომბერი 2026jobs.ge, hr.ge, myjobs.ge · 719 ვაკანსია
719ვაკანსია სექტორშიბაზრის 8.5%
371დამსაქმებელი კომპანია299 რესტორანი და კაფე, 72 სასტუმრო
1,500 ₾მედიანური შეთავაზებამთელ ბაზარზე: 1,400 ₾
32%ვაკანსია უთითებს ხელფასსმთელ ბაზარზე: 30%

პოზიციები: მოთხოვნა და ანაზღაურება

კვარტილთაშორისი დიაპაზონი (P25–P75)მედიანა

ვაკანსიები: სექტორის ყველა ვაკანსია. ხელფასი: ვაკანსიები, სადაც ის მითითებულია (n), დამრგვალებულია 100 ლარამდე. კვარტილთაშორისი დიაპაზონი მოიცავს ვაკანსიების 50%-ს: მეოთხედი ქვედა ზღვარზე ნაკლებს სთავაზობს, მეოთხედი ზედა ზღვარზე მეტს.

რას სთავაზობენ: სექტორი და მთელი ბაზარი

HoReCaმთელი ბაზარი

სასტუმროები და რესტორნები

მიმტანის მედიანა: რესტორანი / კაფე1,600 ₾n = 38
მიმტანის მედიანა: სასტუმრო1,000 ₾n = 14
ხელფასს უთითებს: რესტორანი / კაფე35%539 ვაკანსია
ხელფასს უთითებს: სასტუმრო24%180 ვაკანსია
თბილისი86%ბათუმი5%ქუთაისი2%სხვა ქალაქები7%
მთავარი მიგნებები
  1. კვება სექტორის სტანდარტია. მას HoReCa-ს ვაკანსიების 65% ასახელებს, მთელ ბაზარზე 17%. განცხადება კვების გარეშე კონკურენტებს ჩამორჩება.ტრანსპორტსაც სექტორი ბაზარზე ხშირად სთავაზობს: 15% და 6%
  2. ბონუსს სექტორი ბაზარზე იშვიათად სთავაზობს. ბონუსი ან პრემია 13%-შია, ბაზარზე 22%-ში. ბონუსის სისტემა ან Tips-ის განაწილების წესი აქ თვალსაჩინო უპირატესობაა.Tips-ს მხოლოდ 3% ახსენებს
  3. რესტორნები ერთმანეთს ეჯიბრებიან, არა სასტუმროებს. სასტუმროები მიმტანს საშუალოდ ნაკლებს სთავაზობენ, ამიტომ რესტორნისთვის ორიენტირი სხვა რესტორნებისა და კაფეების შეთავაზებაა.1,600 ₾ და 1,000 ₾

მეთოდოლოგია

  1. წყარო: jobs.ge-ზე, hr.ge-სა და myjobs.ge-ზე 2026 წლის სექტემბერ–ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიები (93% ოქტომბრისაა). განმეორებითი განცხადებები (იგივე პოზიცია, კომპანია და თარიღი) ერთხელ ითვლება. HoReCa-ს ვაკანსიები განისაზღვრა ბაზის კლასიფიკაციით და პოზიციის დასახელებით; კურიერები და მძღოლები არ შედის. სასტუმრო გამოიყოფა კომპანიის დასახელებით.
  2. ანაზღაურება ვაკანსიაში შეთავაზებული თანხაა და არა რეალურად გადახდილი; დიაპაზონის შემთხვევაში აღებულია შუა მნიშვნელობა. პირობები, სამუშაო საათები და გრაფიკი განისაზღვრა განცხადების ტექსტით. თუ პირობა არ წერია, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია მას არ სთავაზობს.
© 2026 SMART Support · ვაკანსიების პულსი სრული სახელფასო კვლევა და ინდივიდუალური შედარება: smartsupport.ge