ჩვენი განვითარების მიმართულების მიზანია მხარი დავუჭიროთ კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ადამიანებს გაიუმჯობესონ ის უნარები და ცოდნები რაც ესაჭიროებათ მათ მიერ შერჩეულ სფეროში.

ჩვენ დაგეხმარებით კარიერული განვითარების გზაზე უკეთესი შესაძლებლობების აღმოჩენაში და შეგიწყობთ ხელს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში.

გვესმის, რომ ახალ პროფესიაში კარიერის დაწყება გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც გთავაზობთ ინოვაციურ კურსს, პირველ ეტაპზე რეკრუტმენტის მიმართულებით, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ასევე განავითაროთ ის უნარები, რომლებიც მოთხოვნადია ამ სფეროში.

პროფესიონალების გუნდი იმუშავებს თქვენი ძლიერი მხარეების, ინტერესების და კარიერული მისწრაფებების გამოვლენაზე და დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. 

ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას თქვენთვის საინტერესო ინდუსტრიების არჩევაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და უნარების დახვეწაში, ქოუჩინგის მეთოდის გამოყენებით და პროფესიული ტესტების მეშვეობით. 

კურსის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რადგან ვთვლით, რომ მუშაობის პროცესში განმტკიცებული თეორიული ცოდნა გაძლევთ რეალურ გამოცდილებას და შესაძლებლობას გადადგათ პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ასპარეზზე. 

თუ დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით, დაგვიკავშირდით, რომ შევძლოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება და მხარდაჭერა განვითარების გზაზე