თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება, ჩვენც მყისიერ შედეგებს ველოდებით. მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ნამდვილი და მდგრადი წარმატება სხვადასხვა გზით მიიღწევა და განსხვავებული სტრატეგიები არსებობს.

ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები ხშირად იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის შეუმჩნეველია. ეს არის პარადოქსი, რომელსაც ბევრი ვერ ამჩნევს – დიდი ცვლილებები იწყება პატარა, თითქოსდა უმნიშვნელო ნაბიჯებით.

მიზნების დასახვის პროცესი აძლიერებს ჩვენს მოტივაციას. როდესაც ვიცით, რისკენ მივისწრაფვით, ჩვენი გონება იწყებს შესაძლებლობების ძიებას ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის შინაგანი ენერგია მოქმედების დაწყებისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების მთავარი გასაღები მოტივაციაა. თუმცა, მოტივაცია მერყევი რესურსია და შესაძლოა დროებითი იყოს. ნამდვილი გამოწვევა არის არა მოტივაციის ნაკლებობა, არამედ მოუთმენლობა სწრაფი შედეგების მიმართ, არასწორი მოლოდინები პროგრესის ტემპის შესახებ და სისტემური მიდგომის ნაკლებობაა.

სისტემური მიდგომის გამოყენება გადამწყვეტია, რადგან:

  • სისტემები მუდმივია და გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს.
  • სისტემები ქმნის ჩვევებს – კარგად გამართული სისტემა ავტომატურად აყალიბებს პოზიტიურ ჩვევებს.
  • სისტემები ამცირებს სტრესს – როდესაც გაქვთ მკაფიო სისტემა, ნაკლებად იწვევთ სტრესს იმის შესახებ, თუ “როგორ” უნდა მიაღწიოთ მიზანს.

სწორედ ამ მიდგომას გვიზიარებს ჯეიმს ქლიერი:

წარმატება არის მცირე ჩვევების ერთობლიობის შედეგი და არა ერთჯერადი რადიკალური ცვლილება. შესაბამისად, მცირე ქმედებები დროთა განმავლობაში გროვდება და დიდ შედეგამდე მივყავართ.

წარმატების განტოლება ასეთია:

მცირე ქმედებები + თანმიმდევრულობა + დრო = შთამბეჭდავი შედეგები/წარმატება/მიზნის მიღწევა

წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურად მხოლოდ 1%-ით აუმჯობესებთ რაიმე უნარს ან ჩვევას. ერთი დღის ჭრილში ეს ცვლილება უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ წლის ბოლოს ეს გაუმჯობესება 37-ჯერ უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს.

დროა შევწყვიტოთ დიდი ნახტომების ძებნა და დავიწყოთ მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. რადგან საბოლოოდ, სწორედ ეს მცირე ნაბიჯები გვაძლევს იმ დიდ ცვლილებებს, რომლებსაც ასე ველოდებით.

 

#მიზნებისფსიქოლოგია #პროგრესი #განვითარება