ბევრჯერ გვსმენია, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს გონებით იღებენ, მაგრამ სინამდვილეში, მთავარი ბიძგი მოდის ღრმა, შინაგანი განცდიდან თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. როცა ვინმეს ვეკითხებით, რას აკეთებს ან როგორ, პასუხი ხშირად ზედაპირული შეიძლება იყოს: „ვხელმძღვანელობ გუნდს“, „ვაწარმოებ პროდუქტს“. მაგრამ როცა ვუსვამთ კითხვას რატომ აკეთებს ამას პასუხი ემოციურდება, ღრმავდება და უკავშირდება იმას, რაც მას მნიშვნელობას ანიჭებს. „რატომ“ ხშირად ცვლის ყველაფერს, არა მხოლოდ ჩვენი საქმის გაგებას, არამედ იმასაც რაც გვიბიძგებს, გავაგრძელოთ მაშინაც, როცა რთულია. სწორედ ამ ღრმა გაგებას აქვს ძალა, შექმნას ნდობა, ერთგულება და გავლენა, თვისებები, რომლებიც ჭეშმარიტ ლიდერებსა და ძლიერ ბრენდებს ახასიათებთ.
ადამიანის ტვინის ლიმბური სისტემა არის ადგილი, რომელიც არ ფლობს ენას, მაგრამ მართავს ემოციებს, ქცევას და გადაწყვეტილებებს, რეაგირებს იმ იდეებზე, რომლებიც გულიდან მოდის. როცა ადამიანი გვიზიარებს, რატომ აკეთებს მის საქმეს, ეს ეხმიანება ლიმბურ სისტემას. სწორედ აქ ყალიბდება ის უხილავი ნდობა და კავშირი, რომლის გარეშეც ლიდერობა შეუძლებელია.
ლიდერობა, ნდობა და გავლენა იწყება არა გარედან, რასაც ვამბობთ ან ვაკეთებთ არამედ შიგნიდან, ჩვენი „რატომ“-ისგან“. ეს კავშირი ემოციურია, ბიოლოგიურად რეალური და ფუნდამენტურად ადამიანურია და როცა ამას ვიაზრებთ როგორც ინდივიდები ან მენეჯერები ვხვდებით, რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი გავლენა იწყება არა ინსტრუქციით, არამედ შინაარსით, იდეით, რომელსაც ვგრძნობთ.