ხშირად გვგონია, რომ კომუნიკაცია ნიშნავს სიტყვების თქმას, აზრების გამოხატვას და დაგროვილი ინფორმაციის გადაცემას. თუმცა, ყველაზე ღირებული კავშირი მოსმენისას იქმნება, რომელიც აქტიური არჩევანია მივიღოთ და გავიგოთ სხვა ადამიანის აზრი, გამოცდილება და ემოცია.ეს არის ურთიერთობის ის სივრცე, სადაც ნდობა ჩნდება, რადგან მოსმენით ადამიანს ვაგრძნობინებთ რომ ის მნიშვნელოვანია. როცა მხოლოდ საუბარზევართ ორიენტირებული, ვკარგავთ შესაძლებლობას, გავიგოთ ღრმა აზრი, ის ნიუანსები, რომლებიც სიტყვებს მიღმატონალობაში, პაუზასა და, თუნდაც, სიჩუმეშია ჩადებული.
ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც, მოსმენა გვაძლევს უნარს, უკეთ გავიგოთ საჭიროებები, დავინახოთ პრობლემის არსიდა მივიღოთ უფრო გონივრულიგადაწყვეტილებები. გუნდის შიგნით ეს ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ყველა გრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და იქნმნება ერთიანობა.
ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც, მოსმენა გვაძლევს უნარს, უკეთ გავიგოთ საჭიროებები, დავინახოთ პრობლემის არსიდა მივიღოთ უფრო გონივრულიგადაწყვეტილებები. გუნდის შიგნით ეს ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ყველა გრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და იქნმნება ერთიანობა.
სტივენ კოვი მის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი წიგნში – “ძალიან ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა” – აღწერს აღწერს მოსმენის ხუთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, დონეს:
1.Ignorance — საერთოდ არ უსმენ, ყურადღება საერთოდ სხვაგან გაქვს.
2.Pretend Listening — თითქოს უსმენ, მაგრამ რეალურად არ ხარ ჩართული.
3.Selective Listening — უსმენ მხოლოდ იმ ნაწილებს, რაც შენთვის საინტერესოა.
4.Attentive Listening — უსმენ სიტყვებს, მაგრამ ვერ იჭერ ემოციას და სიღრმეს.
5.Empathic Listening — უსმენ ისე, რომ გესმის როგორც სიტყვები, ისე განცდები და ხედავ სიტუაციას სხვისი პერსპექტივიდან.
კოვის თქმით, ადამიანები ხშირად უსმენენ მხოლოდ იმისთვის, რომ უპასუხონ, და არა იმისთვის, რომ გაიგონ. მიზანი კი უნდა იყოს ყოველთვის ემპათიური მოსმენა როცა არა მხოლოდ ვუსმენთ მეორე ადამიანს, არამედ გვესმის მისი პერსპექტივიდან. სხვას ვუყურებთ მისი თვალებით და ვგრძნობთ მისი გულით.