ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის განსახორციელებლად საჭირო  მასალების ვიზუალური დათვალიერება და პროექტის მენეჯერისათვის/საიტ მენეჯერისთვის აღწერილობის მიწოდება;
  • პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა მისი პროფილის შესაბამისად;
  • შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, მობილური ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან; 
  • უბანზე გამოყოფილი ტექნიკური და მატერიალური რესურსის მართვა;
  • სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების უზრუნველყოფა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
  • გამოვლენილ დარღვევებში გარკვევა და ადექვატური რეაგირება;
  • სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური რეპორტის მომზადება და ტექნიკური განყოფილებისთვის მიწოდება;
  • მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
  • სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევების, გართულებების განხილვა, შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით მსჯელობა და მოგვარების ორგანიზება;
  • პროექტის განხორციელების პროცესში უბანზე საჭირო საბუთების წარმოების  და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
  • უბნისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა
  • უბანზე დისციპლინის წესების დაცვის უზრუნველყოფა
  • პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება
  • სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია 3-5 წლამდე გამოცდილება ამ მიმართულებით
  • სასურველია ტექნიკური მიმართულებით განათლება
  • საგზაო სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება
  • მნიშვნელოვანია, რეგიონში მუშაობის გამოცდილება
  • სამუშაოების შესრულების უნარი, როგორც არის: მიწის  მოჭრა, ხიდები და აფეთქებები