ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
Guest Services Team – ის ლიდერშიფი
- იყენებს ინტერპერსონალურ და კომუნიკაციის უნარებს გუნდის ხელმძღვანელობის, ზემოქმედებისა და წახალისების მიზნით; მხარს უჭერს ჯანსაღ ფინანსურ/საქმიან გადაწყვეტილებებს; ავლენს პატიოსნებას/კეთილსინდისიერებას; პირად მაგალითს აჩვენებს გუნდს.
- ხელს უწყობს და ამყარებს სწორ ურთიერთნდობას გუნდის წევრებს შორის.
- იდეალურად ემსახურება სტუმრებს და არის role model -ი ამ მიმართულებით
- ზედამხედველობს და მართავს თანამშრომლებს. მართავს ყველა ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებს. საკმარისად კარგად ესმის FO დეპარტამენტის ყველა პოზიცია, და აქვს შესაძლებლობა შეასრულოს მათი მოვალეობები თანამშრომლების არყოფნისას.
- ამყარებს და ინარჩუნებს ღია, თანამშრომლობით ურთიერთობებს გუნდის წევრებთან და უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლებიც იგივეს აკეთებენ გუნდში.
- უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას
- სწორად კომუნიცირებს, მის დეპარტამენტში თითოეული პოზიციის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად და აკონტროლებს თანამშრომელთა პროგრესს.
- აღნიშნავს წარმატებებს და საჯაროდ აღიარებს გუნდის წევრების წვლილს.
სტუმრების მომსახურება და Front Office მიზნები
- აღწევს და აჭარბებს მიზნებს, მათ შორის შესრულების მიზნებს, ბიუჯეტის მიზნებს, გუნდურ მიზნებს და ა.შ.
- ამენეჯმენტებს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს, უზრუნველყოფს ხარისხის, სტანდარტებისა და მომხმარებლის მოლოდინების ყოველდღიურად დაკმაყოფილებას.
- იმუშავებს კონკრეტულ მიზნებსა და გეგმებს სამუშაოს პრიორიტეტების, ორგანიზებისა და შესრულებისთვის.
- ატარებს დეპარტამენტის შეხვედრებს და მუდმივად აწვდის მის დაქვემდებარებაში მყოფთ მკაფიო და თანმიმდევრულ გზავნილს Front Office-ის მიზნებთან დაკავშირებით, სასურველი შედეგების მისაღებად.
- აკონტროლებს პერსონალის საჭირო რაოდენობას, რათა უზრუნველყოს სტუმრების მომსახურების მოთხოვნები, საოპერაციო საჭიროებები და ფინანსური მიზნების შესრულება შესაბამის დონეზე.
- ესმის Front Office შესრულებული სამუშაოს გავლენა რეზორტის წინსვლაში და განვითარებაში ისევე როგორც საერთო ფინანსურ მიზნების მიღწვაში.
- მართავს დეპარტამენტის კონტროლირებად ხარჯებს ბიუჯეტის დასახული მიზნების მისაღწევად და ასევე გეგმავს და ყოველივე ღონეს ხმარობს (მისი კონპეტენციის ფარგლებში) შემოსავლების გადაჭარბების მიღწევისთვის.
- ამოწმებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის წევრების ფინანსურ ერუდიციაზე და ასევე მათ პერფორმანსზე.
სასტუმროს პროექტებისა და პოლიტიკის მართვა
- უზრუნველყოფს Front Office-ის ყველა პოლიტიკის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვას.
- უზრუნველყოფს რეზორტის პოლიტიკისა თუ სტანდარტის სამართლიანად და თანმიმდევრულად ადმინისტრირებას, დისციპლინური პროცედურების და დოკუმენტაციის შექმნა /აღსრულებაში მოყვანას (SOPs) შესაბამისად.
- აცნობებს სასტუმროს დატვირთულობასა და სტუმრის მოთხოვნებს შესახებ სასტუმროს სხვა დეპარტამენტებს ყოველღიურად
სტუმრის განსაკუთრებული მომსახურების უზრუნველყოფა
- უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც აღემატება მომხმარებლის მოლოდინს და ხელს უწყობს მომხმარებლის შენარჩუნება/ზრდას
- აუმჯობესებს მომსახურებას კომუნიკაციით და ეხმარება თანამშრომლებს სტუმრების საჭიროებების გაგებაში, ხელმძღვანელობით, უკუკავშირით და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ქოუჩინგით.
- მოქმედებს როგორც “მომსახურების ჩემპიონი” ფრონტ ოფისისთვის და ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს სტუმრებთან ურთიერთობისთვის.
- ცდილობს გააუმჯობესოს სერვისის შესრულება სხვა დეპარტამენტებშიც
- აძლევს თანამშრომლებს შესაბამის ცოდნასა და უფლებამოსილებას, უზრუნველყონ სტუმრის შესანიშნავი მომსახურება.
- უზრუნველყოფს, რომ ფრონტ ოფისის ყველა ზონას ჰქონდეს ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს სტუმრების საერთო გამოცდილებას.
- განიხილავს სტუმრის კომენტარების, სტუმრების კმაყოფილების შედეგებს და სხვა მონაცემებს გაუმჯობესების სფეროების დასადგენად.
- პასუხობს და უმკლავდება სტუმრების პრობლემებსა და საჩივრებს.
- აქვს კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- აკვირდება თანამშრომლების სამსახურებრივი ქცევას და უკუკავშირს აძლევს ინდივიდებს ან/და მენეჯერებს.
- განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და დროს უთმობს VIP და ლოილაური სტატუსის მქონე სტუმრების მოთხოვნებს.
ადამიანური რესურსების საქმიანობის მართვა და წარმართვა
- განსაზღვრავს სხვათა განვითარების საჭიროებებს და ასწავლის, ან/და ეხმარება სხვებს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში.
- ხელმძღვანელობასა და მიმართულებას უწევს დაქვემდებარებაში მყოფთ, მათ შორის აწესებს შესრულების სტანდარტების და ახორციელებს შესრულების მონიტორინგს.
- ადგენს რთულ, რეალისტურ და მისაღწევ მიზნებს, რათა წარმართოს დეპარტამენტისა თუ ინდივიდის სწორი, წარმატებული პერფორმანსი.
- ითხოვს თანამშრომელთა გამოხმაურებას, იყენებს „ღია კარის“ პოლიტიკას და განიხილავს თანამშრომელთა კმაყოფილების შედეგებს, რათა გამოავლინოს და გადაჭრას თანამშრომელთა პრობლემები ან ხელი შუწყოს მათი მოთხოვნების შესრულებას.
- უზრუნველყოფს თანამშრომლებისადმი სამართლიან მოპყრობას
- მონაწილეობს ფრონტ ოფისის პერსონალის შერჩევაში
- ხელმძღვანელობს კომპანიის handbook -ით და იცავს გაწერილ პროცედურებს შესაბამისად
- ადმინისტრირებას უწევს მუშაობის შეფასების პროცესს პირად დაქვემდებულთათვის
დამატებითი პასუხისმგებლობები
- აწვდის ინფორმაციას ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს და ქვეშევრდომებს ტელეფონით, წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფოსტით ან პირადად.
- აანალიზებს ინფორმაციას და აფასებს შედეგებს საუკეთესო გადაწყვეტის ასარჩევად და ა.შ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, 4 წლიანი გამოცდილება სტუმრების მომსახურების სფეროში front desk ან შესაბამის დეპარტამენტში ან უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მართვის ან მსგავს სფეროში
- 2 წლიანი გამოცდილება სტუმრების მომსახურების სფეროში, front desk ან შესაბამის დეპარტამენტში
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერით
- MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ცოდნა (OPERA)