სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე,
- ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების და შედარებების დროული შესრულება;
- ნაშთების შემოწმება, გასწორება და მმართველობით ანგარიშებთან შედარება;
- ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა);
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C და RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ლანჩით უზრუნველყოფა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორაციული ნომერი