სამუშაო პირობები:

  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე,
  • ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების და შედარებების დროული შესრულება;
  • ნაშთების შემოწმება, გასწორება და მმართველობით ანგარიშებთან შედარება;
  • ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა);
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C და RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

სოციალური პაკეტი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორაციული ნომერი