ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- IFRS ის სტანდარტების დანერგვის პროექტში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის საჭიროებისამებრ სააღრიცხვო სისტემების დანერგვის პროცესში ჩართულობა და ამოცანების დასახვა პროგრამისტებისთვის IFRS სტანდარტების შესაბამისად;
- ყოველთვიური IFRS ანგარიშგებების მომზადება, ბალანსი, მოგება ზარალი, Cash flow;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმდინარეობის მთლიანი პროცესის განმავლობაში გარე აუდიტორებთან ჩართულობა და პროცესების მართვა;
- კომპანიის კონსოლიდირებული, ასევე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მონაცემების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის კანონით დადგენილ ვადებში;
- ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება და საოპერაციო ეფექტურობის შეფასება როგორც ცალკეული ფილიალების დონეზე, ისე ჯამურად.
- ბანკებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა;
- კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- სწორი ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფისათვის მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ დეპარტამენტში, აუდიტორულ ან/და საკონსულტაციო კომპანიაში;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ჩაბარებული ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.