ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პროექტის დამუშავება და დაგეგმვა
- ლოგისტიკური ოპერაციების დეტალური დაგეგმვა, ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და მიწოდების დეტალების გათვალისწინებით.
- პროექტის მოცულობის, რესურსებისა და ვადების განსაზღვრა კომპანიის მიზნებთან და კლიენტების მოლოდინებთან შესაბამისობაში.
- პროექტში ყველა შესაბამისი პირის ჩართვა, როგორც კომპანიის შიდა გუნდიდან, ასევე დამკვეთი, სატრანსპორტო და სხვა შესაძლო პროვაიდერი მხარეების მხრიდან.
პროექტების მართვა და კოორდინაცია:
- ტვირთის გადაადგილების კოორდინაცია, საბაჟო პროცედურების და ტვირთის მიწოდების პროცესების ეფექტური მართვა.
- ყოველდღიური ოპერაციების მართვა, პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება.
- მესამე მხარის ლოგისტიკური პროვაიდერების მართვა, მათ შორის სატრანსპორტო, სასაწყობე და სხვა მიმართულებით.
ბიუჯეტის და რესურსების მართვა:
- პროექტის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა, ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი.
- რესურსების ოპტიმიზაცია, მათ შორის თანამშრომლების, ტრანსპორტის და მარაგების მართვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ეფექტურობა.
- პროექტის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება.
რისკების მართვა
- პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და მართვის შესაბამისი სტრატეგიების დანერგვა.
- ლოგისტიკური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
კომუნიკაცია და ანგარიშგება:
- შიდა და გარე გუნდებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, რათა პროექტის მიზნები სრულყოფილად შესრულდეს.
- პროექტების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- ბაკალავრის ხარისხი ლოჯისტიკაში, მიწოდების ჯაჭვის მართვაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.
- PMP სერტიფიკატი ან მსგავსი კვალიფიკაცია (სასურველია)
გამოცდილება:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის ან სატრანსპორტო ოპერაციების მართვაში, მათ შორის 3 წელი პროექტების მართვაში.
- საერთაშორისო ტრანსპორტირების, მიწოდების ჯაჭვის და სასაწყობე პროცესების მართვის გამოცდილება.
- პარალელურად მიმდინარე რამდენიმე პროექტის მართვის გამოცდილება.
უნარები:
- ლოჯისტიკური სისტემების (WMS, TMS ა.შ.) და MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- გუნდის მართვის და ლიდერობის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- ქართულ და ინგლისურ ენებზის მაღალ დონეზე ფლობა