სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ.თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
- სამუშაო საათები – სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00);
- ანაზღაურება – 3, 500 (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
- საბუღალტრო პროგრამა – Apex-ს ცოდნა (სასურველია);
- Excel-ის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
- კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
- კომპანიის საგადახდო რისკების მინიმიზაცია;
- ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
- ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
- წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
- საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.