სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის #11

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის ცნობადობისა და გაყდვების ზრდის მიზნით მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
  • არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაცია და მონიტორინგი;
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების საქმიანობის ანალიზი;
  • სოციალური მედიის სტრატეგიისა და გეგმის განსაზღვრა, კონტენტ კალენდრის შემუშავება და აღსრულება ციფრულ სააგენტოსთან ერთად. Meta/Google/TikTok;
  • შესაბამისი მასალის მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
  • სხვადასხვა სარეკლამო მასალით რესტორნების მომარაგება და მარკეტინგული მასალების მონიტორინგი;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • აუთსორს მარკეტინგულ კომპანიასთან ურთიერთობა;
  • დელივერი კომპანიებთან აქციების დაგეგმვა, განხორციელაბა და მონიტორინგი.
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • Wendy’s აპლიკაციის მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • Wendy’s დაბადების დღის ცენტრისა და Game Zona-ის მარკეტინგული მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია;
  • ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად გაყიდვების გეგმის შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბინზეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებას);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება FMCG სექტორში მიღებული გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი