ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- თანამშრომლის ფასდაკლების ბარათი;
- Fitpass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კამპანიების ვიზუალური სტილის შემუშავება: გრაფიკული კონტენტის, ინფოგრაფიკების,ილუსტრაციების;
- მარკეტინგული კამპანიების ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
- სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
- ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
- სოციალური მედიისთვის ვიზუალებისა და ვებ ბანერების დამზადება;
- ფოტომასალების დამუშავება;
- პროდუქტის შეფუთვის დიზაინის შექმნა;
- დიზაინის ტენდენციების კვლევა და მუდმივი პროფესიული განვითარება;
- კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
- კომპანიის საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიის ვიზუალური, საბეჭდი მასალის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში(პრეზენტაციები, კატალოგები, ბროშურები, ფლაერები, ბანერები, ბილბორდები და სხვა ბეჭდური მასალები).
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Ms Office, Internet research tools, Corel Draw; Adobe Photoshop, Adobe illustrator
პიროვნული თვისებები:
- ვიზუალური და კრეატიული აზროვნება;
- კარგი კომუნიკაციის უნარები;
- დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- პროექტების ერთდროულად მართვის შესაძლებლობა;
- ორგანიზებულობა და ვადების დაცვა;
- გუნდური მუშაობის უნარი.