ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფულადი ნაკადების მოძრაობის რეპორტის აწყობა, ყოველკვირეული განახლება ფაქტის მიხედვით და შესაბამისად თვის ბოლომდე გეგმიური ოპერაციების გადახედვა, ფულადი რესურსების საჭიროებების დროული იდენტიფიცირება.
- კონტრაგენტებთან მოთხოვნა/ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადებისა და გადარიცხვების კონტროლი
- კომპანიის დებიტორების რეგულარული კონტროლი (ლიმიტების კონტროლი, ვადაგადაცილებების კონტროლი)
- ყოველთვიური თვის დახურვის რეპორტების წარმოება: დებიტორები, კრედიტორები; მარაგების რეზერვები; დებიტორების რეზერვები, და ა.შ.
- კომპანიის სავალუტო რისკების შეფასება, სავალუტო პოზიციის რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი.
- მარაგების ნაშთების კონტროლი (უმოძრაო ნაშთების იდენტიფიცირება, კომუნიკაცია);
- ინვენტარიზაციების კალენდრის ფორმირება, ჩატარება, ხარვეზების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია;
- კაპიტალურ დანახარჯებზე და რემონტებზე კონტროლი, ბიუჯეტთან შესაბამისობის მონიტორინგი და შესაბამისი მოთხოვნის ფორმების ვიზირება;
- საწარმოო ნედლეულთან დაკავშირებული კონტრაქტების ვიზირება;
- დაზღვევის ტენდერის ინიცირება, პროცესის წარმართვა;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება – კაპიტალური დანახარჯები და რემონტები; დებიტორები; კრედიტორები.
- აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ხაზინაში არსებული პროცესების შესწავლა, ანალიზი, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრა და უზრუნველყოფა, პროცესების / პროცედურების გაწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის გამოცდილება, სასურველია მსგავს სექტორში.
- ფულადი ნაკადების მოძრაობის რეპორტის შექმნის გამოცდილება.