ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოლიგრაფიული მატერიალების/გარე გაფორმების მარკეტინგული შესყიდვის საჭიროების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- შესაკვეთი პოლიგრაფიული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული შესყიდვების გეგმის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- შესასყიდი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება (ოპტიმალური მომწოდებელი, ფასები, მახასიათებლები და სხვა);
- შესასყიდი მომსახურების/საქონლის პირობების დადგენა;
- შესყიდვების სტატისტიკის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან ვალდებულებების კონტროლი;
- შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება;
- პროდუქციის თვითღირებულების მონიტორინგი (პროდუქციის გაძვირებისგან დაზღვევის მიზნით);
- მომწოდებლებთან ვალდებულებების კონტროლი, თანხების ჩარიცხვის გეგმის შედგენა;
- საქონლის იმპორტსა და ლოჯისტიკაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტამბებთან და/ან სარეკლამო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.