ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტის ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განახლება;
- შემოწმებისა და ტესტირების გრაფიკის მომზადება;
- სამშენებლო მასალების, პროცესებისა და შესრულებული სამუშაოს რეგულარული შემოწმება;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადასტურება პროექტის დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
- ინსპექტირების, ტესტირების და შესაბამისობის აქტების მომზადება;
- ლაბორატორიული ტესტების ჩატარება და შედეგების ანალიზი;
- ხარისხთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
- პროექტის მენეჯმენტთან, ინჟინრებთან, კონტრაქტორებთან და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
- მასალების სერტიფიკატების შემოწმება;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- ქართული სამშენებლო ნორმების და ევროკოდების შესაბამისობის შემოწმება;
- საიზოლაციო სამუშაოების კონტროლი;
- ხარისხის ანგარიშების შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა;
- ქართული და საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების ცოდნა;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების უნარი;
- პროექტების მხარდაჭერის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს განათლება ინჟინერიის, სამშენებლო ან ტექნიკური დარგის მიმართულებით ან/და გავლილი აქვს ხარისხის მენეჯმენტის კურსები.