ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის წარმართვა და კონტროლი;
  • მარაგების გადაფასება;
  • ძირითადი საშუალებების ბაზების განახლება და ამორტიზაციის ასახვა პროგრამაში;
  • არჯების/ხარჯის ტრანზიტების აღრიცხვის კონტროლი და გადამოწმება;
  • დებიტორ/კრედიტორების გადაფასება;
  • კომპანიის ბალანსურ ანგარიშებზე მოთხოვნა/ვალდებულებათა სააღრიცხვო ანგარიშებზე განაწილების სისწორე;
  • გაყიდული პროდუქციის ზედნადებების სააღრიცხვო პროგრამასთან რეკონსილაცია: თანხა, რაოდენობა და გადასახადები;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების რეკონსილაცია ბანკთან;
  • სესხებზე დარიცხული პროცენტების გაანგარიშებები, აღრიცხვა და რეკონსილაცია ბანკთან;
  • სესხების, პროცენტების, დებიტორების, კრედიტორების, ბანკის გადაფასებები;
  • კომპანიის სახელფასო ბანკის ტრანზაქციების პროგრამაში ასახვა;
  • პროგრამაში აღრიცხული ბანკის ნაშთების რეკონსილაცია ბანკთან;
  • კონვერტაციის ხარჯების აღრიცხვა;
  • ხარჯის რეზერვების აღრიცხვის გადამოწმება;
  • კომპანიის დადასტურებული ხარჯების, მოთხოვნების, საწარმოო ზედნადები ხარჯების დამუშავება და პროგრამის ადმინისტრატორისთვის მიწოდება პროგრამაში შესატვირთად;
  • პროგრამაში სხვა დეპარტამენტების მიერ შესრულებული ტრანზაქციების შემოწმება. მაგ: საწყობიდან გაცემული მარაგების შიდა პროცედურასთან შესაბამისობის იდენტიფიკაცია და ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიის ყოველთვიური ხელფასების გავლა და გადარიცხვა;
  • ბუღალტრების მიერ შესასრულებელი სამუშაოების გადანაწილება და ოპტიმიზაცია;
  • ხელფასებისა და მასზე დარიცხული გადასახადების, ასევე საპენსიო ანარიცხების პროგრამული აღრიცხვა;
  • ჩასათვლელი ანგარიშ-ფაქტურების რეკონსილაცია სააღრიცხვო პროგრამასთან;
  • სხვა დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირება და ხარჯებში ასახვა;
  • გადასახადების რეკონსილაცია ბიუჯეტთან;
  • ყოველთვიური დეკლარაციების გაანგარიშება და წარდგენა (დღგ, აქციზი, საშემოსავლო, მოგება, ქონება, წყალი);
  • საგადასახადო სიახლეების შესწავლა და მიდგომების კომპანიის ოპერაციებში გამოყენება;
  • სტატისტიკის რეპორტები;
  • ხელშეკრულებების გავლა სააღრიცხვო პოლიტიკასა და საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობის მიზნით;
  • ბუღალტრების დროისა და მათი საქმის პრიორიტეტების მართვა;
  • კომპანიის გადარიცხვების ელექტრონული ავტორიზაცია/დადასტურება;
  • საპენსიო რეპორტის წარდგენა;
  • სხვადასხვა სააღრიცხვო სიახლეების ინიცირება ან/და მონაწილეობა: ERP, შიდა პროცედურები;
  • საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში მსგავს თანამდებობაზე;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (Exact globe, სხვა ნებისმიერი ERP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
  • უცხო ენის ცოდნა.