ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და მათი ყოველდღიური
    პროცესების მართვა
  • Field მენეჯერის მიერ მოძიებულ ობიექტებზე მორგებული
    ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
  • ლიდებზე მორგებული შეთავაზებების ხელშეკრულებებში გარდაქმნა –
    ხელშეკრულებამდე უნდა მიიყვანოს საქმე, შემდეგ უკვე გაყიდვების
    ადმინისტრაციული მენეჯერი ერთვება.
  • მომხმარებლებთან პირადი და სატელეფონო კომუნიკაცია
    კომპანიის სტანდარტების დაცვით
  • კორპუსის მენეჯერებთან კომუნიკაციის წარმართვა და შეხვედრებში მონაწილეობა
  • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა და მომხმარებელთა
    კითხვებზე პასუხის გაცემა
  • დამატებითი სერვისების შეთავაზება (ლიფტი, კამერები, დასუფთავება და სხვა)
  • სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში
    გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
  • შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა
  • გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა
    პროგრამული აღრიცხვის ეფექტური მართვა
  • CRM სისტემის გამოყენება კომპანიის პროცედურების შესაბამისად
  • თვის, კვარტლისა და წლის გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
  • გაყიდვების გუნდის წევრებისთვის ამოცანების დელეგირება და მათი
    შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და დაინტერესების გზების განსაზღვრა
    გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით
  • სტანდარტული ტარიფების დაცვა და არასტანდარტულ შემთხვევებში შეთანხმების
    მიღწევა გაყიდვების ხელმძღვანელთან
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე კომპანიის სტანდარტების სრული დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით)
  • მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია მენეჯერული გამოცდილება