ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და ა.შ. გატარება/გამოწერა/მიღება ბუღალტრულ პროგრამაში
- საგადასახადო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა
- ვალდებულებების (დებიტორ/კრედიტორები) მართვა და ანგარიშსწორება
- შიდა კონტროლი და აუდიტის მხარდაჭერა, დოკუმენტაციის კონტროლი (ყოველდღიური ფინანსური პროცესების მონიტორინგი, დოკუმენტაციის დაცვა და სწორი შენახვა, ასევე აუდიტორების საჭირო ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის ფარგლებში)
- ფინანსური ანგარიშგება და მოკლევადიანი ფინანსური დაგეგმარება
- ანალიტიკა და გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმარება, პროგნოზირება
- საბუღალტრო სისტემებისა და ტექნოლოგიების მართვა
- საბანკო ოპერაციები, სალარო ტრაზაქციები და ფულადი ნაშთების კონტროლი
- შემოსავლების სამსახურის სისტემასთან (RS.GE) მუშაობა და საჭირო ინფორმაციის პროცესირება
- მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შეფასება და კონტროლი;
- ხელფასების გათვლა და უწყისების წარმოება
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- საგადასახადო და საბანკო ონლაინ პლატფორმების გამოყენების უნარი