ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • Microsoft SQL Server-ისა და Azure პლატფორმების სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებული განვითარების და მხარდაჭერის ამოცანები.
  • ETL (Extract, Transform, Load) პროცესების განხორციელება, რათა მონაცემები სწორად და ეფექტიანად დამუშავდეს, გარდაიქმნას და ჩაიტვირთოს მონაცემთა საწყობში.
  • რთული SQL კითხვებისა და სკრიპტების შექმნა, ოპტიმიზაცია და შენარჩუნება მონაცემთა ამოღებისა და გარდაქმნისთვის.
  • მონაცემთა ნაკადების (data pipelines) შექმნა და მართვა სხვადასხვა სისტემასა და მონაცემთა საწყობს შორის ინფორმაციის გადაცემისთვის.
  • მონაცემთა ხარისხის, სიზუსტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ტესტირების და ვერიფიკაციის სანდო პროცედურების მეშვეობით.
  • მონაცემთა არქიტექტურისა და პროცესების ოპტიმიზაცია წარმადობის, მასშტაბირებისა და ხარჯთეფექტიანობისთვის.
  • ანგარიშების და დეშბორდების შექმნა და გენერაცია BI ინსტრუმენტების (SSRS, Power BI) გამოყენებით, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდოს პრაქტიკული ანალიტიკა.
  • მონაცემთა საწყობის აპლიკაციების მუშაობის მონიტორინგი და პრობლემების აღმოფხვრა.
  • ინდუსტრიის ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების აქტიურად გაცნობა მონაცემთა ინჟინერიის, მონაცემთა საწყობისა და ანგარიშგების მიმართულებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3+ წლიანი დამტკიცებული პრაქტიკული გამოცდილება Data Warehouse Developer-ის პოზიციაზე, ასევე -მონაცემთა საწყობებისა და ETL კონცეფციების სიღრმისეული ცოდნა.
  • 3+ წლიანი გამოცდილება და მყარი ცოდნა MS SQL Server-ში.
  • ძლიერი ცოდნა T-SQL ენაში; უნარი დაწეროს ეფექტიანი T-SQL კოდი.
  • გამოცდილება SQL კითხვის/შესრულების გეგმის/მონაცემთა მოდელის დონეზე წარმადობის გაუმჯობესებაში (Performance Tuning).
  • გამოცდილება SSIS-ში ან სხვა ETL ინსტრუმენტში.
  • გამოცდილება Power BI, SSRS ან სხვა BI/ანგარიშგების ინსტრუმენტში.
  • Big Data ტექნოლოგიები (Spark, Hive, Hadoop eco-system) და/ან მონაცემთა საწყობის ტექნოლოგიები (მაგ., Databricks, Snowflake, Teradata).
  • პროგრამირების ენები: Java, Scala, Python, C#.
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა).
  • უნარი დაწეროს ანგარიშები, ბიზნეს კორესპონდენცია და პროცედურების სახელმძღვანელოები.
  • უნარი ეფექტიანად წარმოადგინოს ინფორმაცია და უპასუხოს შეკითხვებს მენეჯერების, კლიენტების, მომხმარებლების და ფართო აუდიტორიის წინაშე.
  • უნარი ეფექტიანად ითანამშრომლოს ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე მყოფ ადამიანებთან, სხვადასხვა საჭიროებებითა და მიზნებით; მათ შორის ფაცილიტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
  • შემდეგ ტექნოლოგიებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად: Microsoft Azure SQL Data Warehouse, Azure Data Lake Storage, Azure Data Factory.