ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსური ანალიზი: სიღრმისეული ფინანსური ანალიზი, მათ შორის, ფინანსური ანგარიშების, ფინანსური მაჩვენებლებისა და მომგებიანობის ანალიზი.
- პროგნოზირება და ბიუჯეტირება: ფინანსური პროგნოზების, წლიური ბიუჯეტის და გრძელვადიანი ფინანსური გეგმების შემუშავება. ბიუჯეტის მონიტორინგი და შესრულების ანალიზი.
- ინვესტიციების ანალიზი: საინვესტიციო პროექტებისა და კაპიტალური დანახარჯების ანალიზი და შეფასება, რისკების შეფასება და ინვესტიციის უკუგების (ROI) ანალიზი.
- ფინანსური მოდელირება: გადაწყვეტილებების მიღების პროცესების, სცენარებისა და მგრძნობელობის ანალიზის უზრუნველსაყოფად ფინანსური მოდელების შედგენა და დამუშვება.
- ანგარიშგება: დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება, ძირითად ფინანსურ ტენდენციებისა და მაჩვენებლების ასახვისა და მონიტორინგის მიზნით.
- რისკის შეფასება: ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი შერბილების სტრატეგიების რეკომენდაცია. სტრეს-ტესტების განხორციელება და სავარაუდო ეკონომიკური პროცესების გავლენების ანალიზი.
- დანახარჯების ანალიზი: ხარჯების სტრუქტურისა და გამსაზღვრელი ფაქტორების, ხარჯების შემცირების ან ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი.
- ფინანსური პრეზენტაციები: მენეჯმენტისა, სამეთვალყურეო საბჭოსთვის, ბანკებისთვის და სხვა შესაბამისი მხარეებისთვის ფინანსური პრეზენტაციების მომზადება.
- სხვა: კომპანიის საქმიანობის და მისი პროექტების ფინანსური ანალიზისა და დაგეგმვისათვის საჭირო სხვა დაკავშირებულია ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (მაგისტრატურა ან CFA არის პლუსი).
- ფინანსური ანალიტიკოსის ან მასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 4 წელი).
- ბიზნეს მოდელირებისა და ანალიზის ძლიერი ცოდნა Excel-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
- სასურველია ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემების ცოდნა (მაგ. ERP სისტემები, ფინანსური ანგარიშგების ინსტრუმენტები)
- ანალიტიკური, პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
- დეტალებისადმი ყურადღება და ვადების შესრულების უნარი.
- ინდუსტრიის ტენდენციებისა და ფინანსური რეგულაციების გაცნობა
- ინგლისური – B2