ორგანიზაციებში ყოველდღიური საქმიანი პროცესები მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, “რატომ?”, დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს კითხვა აღიქმება როგორც ისეთი რამ, რაც ისედაც ცხადია. და სწორედ აქ იბადება ყველაზე უხილავი, მაგრამ ფუნდამენტური შეცდომა.

ორი სხვადასხვა მიდგომა შეიძლება გვაძლევდეს ერთსა და იმავე შედეგს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორივე გზა ერთნაირად მდგრადი და სიცოცხლისუნარიანია.

არსებობს ერთი გზა, რომელიც პრობლემას გვაჩვენებს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გვიანია.
და მეორე – რომელიც თავიდანვე ისე აწყობს პროცესს, რომ პრობლემა არც კი ჩნდება.

ორივე შეიძლება დღეს იძლეოდეს ერთსა და იმავე შედეგს. მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანს აქვს გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა – მხოლოდ ერთს აქვს მყარი საფუძველი, რომელიც იწყება კითხვით და არა ინსტრუქციით; აზრით და არა მხოლოდ ქმედებით.

ყველაზე მდგრადი სისტემები გამოირჩევიან იმით, რომ თავიდანვე აწყობენ სისტემას, რომლის პროცესებშიც პრობლემა გათვალისწინებულია, შესაბამისად ის მოულოდნელად არ ჩნდება და მეტად მზადმყოფი ხვდება გუნდი პრობლემის მოგვარებას.

ნამდვილი სტაბილურობა იქ ჩნდება, სადაც არ გვიწევს პრობლემის მოგვარება მოულოდნელად – იმიტომ, რომ სისტემა თავიდანვე სწორად არის აწყობილი და წინასწარი გათვლები გაკეთებულია, ნაფიქრი, გააზრებული და გაზიარებულია რატომ კეთდება საქმე.

მნიშვნელოვანია, არ ვივარაუდოთ, რომ ადამიანმა იცის რატომ აკეთებს რაიმეს – არც გუნდში და არც მომხმარებელთან. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ პრეზენტაციის სახით გაცნობილი ღირებულებები ყველასთვის გასაგები და საკმარისია. მთავარია შეიქმნას სისტემა, რომელიც პროცესებთან ერთად მთავარ სათქმელს, მიზანსა და აზრს გადმოსცემს, რადგან გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა სწორედ ამ შემთხვევაში მოდის.