დაწყების თარიღი:

15 სექტემბერი, 2026 წ.

კურსის ხანგრძლივობა:

1.5 თვე

პრაქტიკა:

40 საათი

თეორია:

13 ლექცია / 26 საათი

ღირებულება:

1500 ₾

სერტიფიკატები:

გაიცემა კურსის 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში

    • კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

      596 68 00 11 მარიამი

    კურსის შესახებ

    მიზანი

    კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

    კურსი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას, რაც გულისხმობს თქვენს ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესში პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით. ეს მოდელი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ რეკრუტერისთვის ყველა საჭირო უნარი და გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.

    კურსის მსმენელებს ეცოდინებათ

    • სამუშაოს ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება;
    • სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა;
    • რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები, პლატფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი;
    • კანდიდატთა ბაზის წარმოება და  ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება;
    • გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები;
    • რეკრუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
    • ATS-ში (Applicant Tracking Systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება;
    • მომავლის პროფესიების რეკრუტინგი, გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები.

    რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

    • პრაქტიკული კურსის მონაწილეს პრაქტიკის დავალებების შესასრულებლად და პრაქტიკის სხვა აქტივობებისთვის უნდა შეეძლოს დაახლოებით 10 საათის დათმობა თითოეულ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.

    ლექტორები

    ლიკა კოვზირიძე

    Business Partner at SMART Support

    • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
    • ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
    • სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
    • 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
    • 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
    • გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
    • სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership SImulation (Michael Kouly), The Science of Well-Bein (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.

    სოფიო კაჭარავა

    Development Team Lead at SMART Support

    • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
    • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
    • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
    • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
    • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
    • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.