საერთაშორისო კომპანია IBA Group-სა და SMART Support-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა სმარტ საფორთისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტის შექმნით დაიწყო და ერთობლივად განხორციელებული პროექტებით გრძელდება.
გვიხარია, რომ შევიძინეთ ასეთი ძლიერი პარტნიორი ტექნოლოგიების სფეროდან და დავგეგმეთ მრავალი საინტერესო პროექტი, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს შეუწყობს ხელს პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაში.