ბოლო პერიოდში ბიზნესის სფეროში, მონაცემთა გამოყენება საკმაოდ აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარე წარმოიქმნა ახალი როლები, რომლებიც ძირითადად სამ მიმართულებად ჩამოყალიბდა:
- მონაცემთა ანალიზი და ინსაითები
- მონაცემთა ინჟინერია და ინფრასტრუქტურა
- მონაცემთა მეცნიერება და მოდელირება
ბლოგში მიმოვიხილავთ ამ მიმართულებებს, განვიხილავთ რა განსხვავებაა ამ როლებს შორის და ვსაუბრობთ მათ წვლილზე ორგანიზაციის წარმატებაში.
1.მონაცემთა ანალიზი და ინსაითები
ამ კატეგორიაში შედის შემდეგი როლები:
- მონაცემთა ანალიტიკოსი
- ბიზნეს ანალიტიკოსი
- ანგარიშგების სპეციალისტი
მათი ძირითადი ამოცანაა მონაცემების დამუშავება და ქმედითი ინსაითების აღმოჩენა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად.
მათ იციან მონაცემთან მუშაობა, შეუძლიათ ტენდენციების გაანალიზება, პატერნების იდენტიფიცირება და დასკვნების გამოტანა.
მათი მუშაობის შედეგად უფრო მარტივია მომხმარებელთა ქცევის გაგება, საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება.
2. მონაცემთა ინჟინერია და ინფრასტრუქტურა
ამ მიმართულების პოზიციები ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურისა და სისტემების მართვაზე, რომლებიც ეფუძნება მონაცემთა შენახვას და დამუშავებას. ძირითადი მიზანი არის მონაცემთა სანდო, მასშტაბირებადი და უსაფრთხო ოპერაციების უზრუნველყოფა
ეს მიმართულება აერთიანებს შემდეგ პოზიციებს:
- მონაცემთა ინჟინერიის სპეციალისტები
- მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები
- მონაცემთა არქიტექტორები
ისინი პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა სისტემებისა და ბაზების დიზაინზე და მათ შენარჩუნებაზე. უზრუნველყოფენ მონაცემთა ინფრასტრუქტურის საიმედოობას და უსაფრთხოებას.
3.მონაცემთა მეცნიერება და მოდელირება
ამ მიმართულების როლებია:
- მონაცემთა მეცნიერები
- მანქანური სწავლების ინჟინრები
- მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტები
ეს როლი განსხვავდება მონაცემთა ანალიტიკის როლისგან, იმით რომ მათი მუშაობა ძირითადად მოიცავს პროგნოზების მოდელირებას წარსულ მონაცემზე დაყრდნობით. რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გათვალონ ტენდენციები და მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე ამ დაშვებებზე დაყრდნობით.
თითოეული კატეგორია განსაკუთრებულ როლს ასრულებს მონაცემთა ეკოსისტემაში, ამავდროულად მიმართულებები ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ერთმანეთს აძლიერებენ.
მონაცემთა ანალიზი და ინსაითები გვაძლევს საშუალებას ავხსნათ წარსული ფაქტები, ჩავუღრმავდეთ მომხმარებელთა ან თანამშრომელთა ქცევებს და სხვადასხვა შედეგების განმაპირობებელ ფაქტორებს. გავამარტივოთ არსებული პროცესები.
მონაცემთა ინჟინერია და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მონაცემთა სტრუქტურირებას, სანდოობას და ხელმისაწვდომობას.
მონაცემთა მეცნიერების ანალიტიკა და მოდელირება ქმნის ინოვაციის საფუძველს, ხსნის ზრდისა და ოპტიმიზაციის ახალ შესაძლებლობებს.
ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემთა სრული პოტენციალი სტრატეგიული ინიციატივების წარმართვისთვის, ინოვაციების გასაძლიერებლად და მდგრადი ზრდის მისაღწევად.