ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი მონაცემთა ანალიტიკოსის კარიერისთვის

კომპანიები ცდილობენ მონაცემებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით გააუმჯობესონ გადაწყვეტილებები და ბიზნესშედეგები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ისეთ პროფესიონალებზე, როგორიცაა მონაცემთა ანალიტიკოსი. 

თუ თქვენ გსურთ ამ პროფესიის დაუფლება, გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა:

1. განათლება და კვალიფიკაციები

  • მონაცემთა ანალიტიკოსებს სჭირდებათ მყარი ანალიტიკური და ტექნიკური უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არსებობენ სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, მათ შორის ჰუმანიტარებიც, მათემატიკის, სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების ან დაკავშირებული სპეციალობების ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
  • იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ მიღებული განათლება ზემოთხსენებულ მიმართულებებში, შეუძლიათ გაიარონ კურსები, რომლებიც აწყობილია ისეთი პრინციპით, რომ ადამიანმა 0-დან შეძლოს მონაცემთა ანალიტიკის შესწავლა. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სანდო და გამოცდილი არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და არა სტუდნეტების რაოდენობაზე.

2. სტატისტიკის და პროგრამირების უნარები

  • განავითარეთ თქვენი ცოდნა სტატისტიკურ მოდელებში, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და პროგრამირების ენებში, როგორიცაა Python, R და SQL. მიიღეთ რელევანტური და სანდო სერტიფიკატები ამ უნარების დასადასტურებლად.

3. პრაქტიკული გამოცდილება

  • საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია გამოიყენოთ თქვენი თეორიული ცოდნები პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, უმჯობესია თავიდანვე ანაზღაურებადი და თქვენთვის სასურველი კომპანიის თანამშრომელი გახდეთ, თუმცა, ნუ დახარჯვათ ხანგრძლივად რესურსს მსგავსი შეთავაზების ძიებაში. თუ მალევე ვერ მოახერხებთ სასურველი ვაკანსიის პოვნას, სჯობს დაიწყოთ სტაჟირება, ან დაბალანაზღაურებადი სამსახური, ვინაიდან ამ ეტაპზე თქვენთვის მნიშნელოვანია გამოცდილების დაგროვება.

4. შექმენით LinkedIn პროფილი

  • პროფილში მითითებული იქნება ყველა დეტალი რაც მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის თქვენი კანდიდატურის განხილვის დროს. გახსოვდეთ, რომ რეკრუტერები სანთლით ეძებენ მათთვის სასურველ კანდიდატებს და მათი ძიების პროცესს ართულებას არასრულფასოვნად შევსებული რეზიუმე ან LinkedIn პროფილი.

მონაცემთა ანალიტიკოსების ანაზღაურება განსხვავდება სპეციფიკის მიხედვით, თუმცა დაახლოებითი სახელფასო შეთავაზება ბაზარზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • დამწყები სპეციალისტი 1 წლამდე გამოცდილებით – 1000 – 1500 ლარი
  • სპეციალისტი – 1-3 წლამდე გამოცდილებით – 2000 – 5000 ლარი
  • უფროსი სპეციალისტი – 3+ წლის გამოცდილებით – 5000 + ლარი

 

მუდმივი განვითარება, შრომა, ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა ის ნაბიჯებია, რომელიც განაპირობებს კარიერულ განვითარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კავშირების დამყარება სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებთან, რაც არა მხოლოდ შესაძლებლობებს ზრდის, არამედ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ რჩევები და გააზიაროთ გამოცდილება. სწორედ ეს არის კარიერული გზა, რომელიც გთავაზობთ წარმატებას სწრაფად მზარდ ციფრულ სამყაროში მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.