ჩვევების გამომუშავება 4 მარტივი ნაბიჯით
ჩვევები ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ტვინის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების სერია და მათი უმრავლესობა ავტომატურად სრულდება. ჩვევები გვეხმარება რეგულარულ პრობლემებთან და სტრესთან გამკლავებაში და მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ამცირებენ კოგნიტურ დატვირთვას, შესაბამისად, ათავისუფლებენ ტვინის რესურსებს ახალი გამოწვევებისთვის.
ჩვევის ჩამოყალიბება იწყება ცდისა და შეცდომის პროცესით. როდესაც ახალ სიტუაციაში ვხვდებით, ჩვენი ტვინი იწყებს სიტუაციის გაანალიზებას, სხვადასხვა გზების მოსინჯვას, ეფექტური სტრატეგიების შესწავლას და შემდეგ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ პროცესში უკუკავშირის წრედი თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რომელიც შედგება მცდელობის, მარცხის, გაკვეთილის სწავლისა და განსხვავებული მცდელობის ეტაპებისგან.
ჩვევის გამომუშავების პროცესი ოთხ ძირითად ეტაპად იყოფა, რომელიც ორ ფაზაში ერთიანდება:
პირველი, პრობლემის ფაზა აერთიანებს შემდეგ ორ ეტაპს:
სიგნალი – ეს არის სტიმული, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
სურვილი – სიგნალი სურვილს იწვევს და ეს არის მოტივაცია, რომელიც მოქმედებას გვაიძულებს.
ხოლო მეორე, გადაწყვეტილების ფაზა აერთიანებს შემდეგ ორ ეტაპს:
რეაქცია – წარმოადგენს კონკრეტულ ქმედებას, რომელიც ჯილდოსკენ მიდის.
ჯილდო – ჯილდო საბოლოო მიზანია, რომელიც კმაყოფილებას გვანიჭებს და გვასწავლის, რომ ქცევა ღირებულია განმეორებისთვის.
ჩვევები, რომლებიც რეგულარულ სტრესსა და პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება, ამცირებს გონებრივ დატვირთვას და გვისახავს გზას ახალი გამოწვევებისკენ. ეს პროცესი, დროთა განმავლობაში, გაუცნობიერებლად ხდება და საბოლოოდ, ჩვენს წარმატებას განსაზღვრავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიმუშავოთ კარგი ჩვევები და გავთავისუფლდეთ ცუდი ჩვევებისგან. ამ პროცესის გავლა კი მარტივადაა შესაძლებელი ჩვევის ცვლილების ოთხი წესის გამოყენებით.
ჩვევის ცვლილების წესი განსხვავებულია კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების პროცესში და თითოეულისთვის ასე გამოიყურება:
როგორ გამოვიმუშაოთ კარგი ჩვევები:
გააცხადე, გაიაზრე და შეიმუშავე გეგმა. შემდეგ აქციე მიმზიდველად, რომ პროცესი საინტერესო გახდეს.
გაამარტივე მოქმედების გზა და აქციე სასიამოვნოდ მოტივაციის შესაქმნელად.
ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება
აქციე უჩინრად და ეცადე სიგნალები, რომლებიც ცუდ ჩვევას იწვევს, მინიმუმამდე დაიყვანო.
წაართვი მიმზიდველობა და ფოკუსირდი ცუდ შედეგებზე. გაართულე, რომ გამკაცრდეს ცუდი ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი და აქციე უსიამოვნოდ, რომ უკუეფექტი გაფრთხილებად იქცეს.
ჩვევების გამომუშავების პროცესი, მოითხოვს გააზრებულ მიდგომას და სისტემურ მუშაობას. აწმყოში სწორი ჩვევების ჩამოყალიბება გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ისეთი მომავალი, როგორიც გვსურს. მთავარია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ცვლილება იწყება მცირე ნაბიჯებით და თანმიმდევრული ძალისხმევით.
დაიცავით ოთხი ძირითადი წესი, გამოიყენეთ მოტივაცია და მიაღწიეთ თქვენს მიზნებს!