გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მომდევნო ნაკადი უკვე დაიწყო

ამ პროგრამაში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან ისეთ საკითხებს, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს მენეჯერის ყოველდღიურ მუშაობას —
გაიაზრებენ მენეჯმენტის არსს, ისწავლიან როგორ ააწყონ ეფექტური გუნდური სტრუქტურები და როგორ დააკავშირონ პროცესები ბიზნეს მიზნებთან.

კურსის განმავლობაში ისინი იმუშავებენ საკუთარი გუნდის მაგალითზე —
ისწავლიან პრობლემების იდენტიფიცირებას, პროცესების ანალიზს და სხვადასხვა ჩარჩოს გამოყენებით მათ გადაჭრას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ უნარებს, როგორიცაა:
კომუნიკაცია, დელეგირება, მოტივაცია, კონფლიქტის მართვა და ემოციური ინტელექტი —
იმას, რაც მენეჯერის ეფექტურობას ყოველდღიურობაში ყველაზე მეტად განსაზღვრავს.

პარალელურად მონაწილეები იმუშავებენ შესრულების მართვაზე — KPI-ებზე, უკუკავშირსა და პერსონალური განვითარების გეგმებზე, რაც მათ დაეხმარება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ გუნდის განვითარების მართვაში.

კურსი პრაქტიკაზეა დაფუძნებული — დავალებები, ქეისები და რეალურ სიტუაციებზე მუშაობა მონაწილეებს ეხმარება, მიღებული ცოდნა პირდაპირ საკუთარ სამუშაო გარემოში გადაიტანონ.

თუ გინდა, რომ გახდე ეფექტური ლიდერი გადადი ლინკზე და გაეცანი კურსის დეტალებს და გაიარე რეგისტრაცია, მომავალ კურსზე მოსახვედრად