კურსი „Payroll-ის პრაქტიკა: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე“ დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან Payroll პროცესის სრულ ციკლს — საწყისი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშგებამდე. კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Excel-ისა და Google Sheet-ის გამოყენებას Payroll პროცესებში. მონაწილეები მუშაობენ ფორმულებსა რეპორტინგზე. კურსი ასევე მოიცავს Payroll სტრუქტურების და სამართლებრივი ჩარჩოს განხილვას, მათ შორის ხელფასის კომპონენტებს, დანამატებს, ბონუსებსა და შრომისა და საგადასახადო კანონმდებლობის ძირითად ასპექტებს.

კურსის განმავლობაში მონაწილეები თავად ქმნიან Payroll მოდელს, მუშაობენ სხვადასხვა ტიპის გამოთვლებზე და ეუფლებიან რეალურ სამუშაო სცენარებს.

პრაქტიკული შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები ამზადებენ საკუთარ Payroll მოდელს, ქმნიან რეპორტებს და სწავლობენ მონაცემების კონსოლიდაციას, რაც Payroll პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

კურსის დასრულებისას მონაწილეებს ექნებათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკაში გამოყენებადი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დაეხმარება.