კურსი – „HR მენეჯმენტი პრაქტიკაში” იწყება
კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას HR-ის ძირითად მიმართულებებში და პრაქტიკაში დაეუფლებიან იმ საკვანძო უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე HR პროფესიონალისთვის.
შერჩევისა და რეკრუტინგის მოდულში მონაწილეები შეისწავლიან პროცესის სრულ ციკლს სამუშაოს ანალიზიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ისინი პრაქტიკაში დაეუფლებიან ინტერვიუს წარმართვის ტექნიკებს, პიროვნული შეფასების ინსტრუმენტებსა და Tech რეკრუტინგის სპეციფიკას.
რაც შეეხება ადმინისტრირებასა და შრომის სამართალს, კურსდამთავრებულები გაეცნობიან შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და დოკუმენტაციის მართვის პრინციპებს. დაეუფლებიან HR პოლიტიკების შექმნა-დანერგვის პროცესს, სამუშაო დროისა და დისციპლინური გადაცდომების ადმინისტრირებას, ასევე შრომის ანაზღაურების (Payroll) სრულ ციკლს და მის შესაბამისობას რეგულაციებთან.
სწავლების, განვითარებისა და შეფასების მიმართულებით, სტუდენტები შეისწავლიან 180° და 360° შეფასების სისტემებს. დაეუფლებიან კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემის პრინციპებს, ტალანტების მართვის ინსტრუმენტებსა და პერსონალური განვითარების მოდელებს. ამასთან ერთად, გაეცნობიან მოტივაციის თეორიებს, სასწავლო საჭიროებების დადგენასა და თანამშრომელთა აღიარების ინიციატივებს.