შეიძლება გვქონდეს ძლიერი მიზანი და გჯეროდეს, რომ ის ღირებულია მაგრამ თუ ეს იდეა ბუნდოვნად ჟღერს, არ ჩანს ყოველდღიურ ქცევაში და დროდადრო იცვლება, მისი ძალაც იკარგება. ის, რაც გულში გვაქვს, რეალურ გავლენად მაშინ იქცევა, როცა იგივენაირად იგრძნობა სხვისთვისაც. ამისთვის კი სამი რამ არის საჭირო: სიცხადე, დისციპლინა და თანმიმდევრობა.
გულით გაგებული მიზანი სხვასაც უნდა შევძლოთ, რომ გავაგებინოთ არა სლოგანებით ან კომპლექსური ფრაზებით, არამედ უბრალოდ. თუ იდეა არ ჩანს სიტყვებში, ვერ იმოქმედებს ქცევაზე. სიცხადე პირველ რიგში თვითგანმარტებაა რამდენად ვიცით, რას ვემსახურებით და რამდენად განვსაზღვრეთ ის, რაც ამ მიზანს ემსახურება.
მიზნის ერთგულება ყველაზე მარტივ დეტალებში ისახება. დისციპლინაში, რომ არ ავცდეთ საკუთარ ღირებულებებს მაშინაც კი, როცა სხვაგვარად უფრო მარტივია. ეს არის ყოველდღიური არჩევანი და იდეისადმი ერთგულება ყოველდღიურობაში გამოიცდება, არა ერთ დიდ მომენტში, არამედ ასეულ მცირე გადაწყვეტილებაში.
როცა ჩვენი ქცევა შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებიც გვამოძრავებს, სხვებიც ადვილად იაზრებენ ჩვენს გულწრფელობას. მაგრამ თუ შინაგანად ერთს ვგრძნობთ და გარეთ სხვას ვავლენთ, ეს დისონანსი მალევე ხდება შესამჩნევი. თანმიმდევრულობა აყალიბებს ნდობას რადგან ქმნის მთლიან სურათს, სადაც სიტყვები, ტონი, საქციელი და შედეგი ერთმანეთთან თანხვედრაშია.
სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო სიცხადე, რომელიც გზას გვიჩვენებს; დისციპლინა, რომელიც ყოველდღიურ ქმედებებს მას უკავშირებს; და თანმიმდევრობა, რომელიც ამ გზას ხილულს და სანდოს ხდის სხვებისთვის.