სტრატეგიული HR – პერფორმანსის მართვის მეორე ნაკადი წარმატებით დასრულდა!
კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენება.
ჩვენი მონაწილეები პრაქტიკაში გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას, საკუთარი დეპარტამენტების გაუმჯობესებისთვის:
ჩამოაყალიბეს მკაფიო და გაზომვადი SMART მიზნები, რომლებიც რეალურ სამუშაო პროცესებში ეფექტიანობის ზრდასა და შედეგებზე ორიენტირებულ მუშაობას ემსახურებოდა.
შეიმუშავეს დეპარტამენტის საჭიროებებზე მორგებული KPI-ები, რომლებიც უზრუნველყოფდა შესრულების ობიექტურ შეფასებას და სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობას.
შეაფასეს გუნდის წევრები, გააანალიზეს მიღებული შედეგები და გამოავლინეს როგორც ძლიერი მხარეები, ასევე განვითარების საჭიროებები.
პრაქტიკულად გამოიყენეს კონსტრუქციული უკუკავშირის ტექნიკები და ჩაატარეს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები, რამაც ხელი შეუწყო ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებასა და თანამშრომლების მოტივაციის ზრდას.
კონკრეტული თანამშრომლებისთვის შეიმუშავეს პიროვნული განვითარების გეგმები (PDP), რაც მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს.
შეაფასეს თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების დონე, გააანალიზეს მიღებული მონაცემები და შეიმუშავეს ჩართულობისა და მოტივაციის გასაზრდელი ინიციატივები.
გვსურს გაგიზიაროთ მიღებული უკუკავშირების ნაწილი:
“კურსი იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციით სავსე და კარგად ორგანიზებული. მომცა ძალიან ღირებული ცოდნა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება ჩემი კარიერის განვითარებაში.”
“კვალიფიციური და პროფესიონალი ლექტორები სრულად და ამომწურავად გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ძალიან საინტერესო თხრობის მანერა აქვთ და ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხსნიდნენ რთულ თემებისაც კი, რაც უფრო მარტივად აღსაქმელს ხდიდა საკითხებს.”