არის მომენტები, როცა ყველაფერი, თითქოს, თავის ადგილზეა:
გეგმა დაწერილია, რესურსი გათვლილია, გუნდი მზადაა, ყველაფერი სწორად მუშაობს და მაინც, რაღაც არ მიდის. თითქოს უხილავი დაბრკოლება არსებობს, რომელიც შედეგის დანახვას გვირთულებს, ან მხოლოდ ძალისხმევის ნაწილს აბრუნებს.
ამის ახსნა მხოლოდ პროდუქტის, სტრატეგიის ან ბიუჯეტის ახსნით არ შემოიფარგლება. ეს არის ის, რაც გადაწყვეტილებებს გონებას კი არა, გულს
აწერინებს. ხშირად, ადამიანები არა შედეგის, არამედ პროცესის და მიზნის გამო უკავშირდებიან ერთმანეთს.

ყველაზე გავლენიანი ბრენდები და ლიდერები იმის გამო გვამახსოვრდება, რომ მათ იდეები მხოლოდ პროდუქტებად არ აქვთ ქცეული. მათ იციან რისი სჯერათ, რატომ აკეთებენ ამ საქმეს და სწორედ ეს რწმენა გვაკავშირებს სხვებსაც.
ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით: რა უნდა გავაკეთოთ, როგორ და როდის. მაგრამ როცა არ ვიცით ზუსტად, რატომ ვაკეთებთ ამას, საქმეც თავის შინაარსს კარგავს. ქმედება მექანიკური ხდება და გვგონია შედეგიც ავტომატურად მოვა. თუმცა, ღირებულების გარეშე საქმე უბრალოდ დროის გაყვანა და ცარიელი იდეაა.

თუ გინდა, რომ საქმეს მოჰყვეს ნდობა, მიზანი და გრძელვადიანი ეფექტი ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, იცოდე რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ მარტივი სათქმელია, რთული მოსაძებნი. მაგრამ როცა იპოვი, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. შენ აღარ ყვები იდეას, იდეა იწყებს შენს ტარებას. თუ ჯერ არ იცი, იქნებ სწორედ ეს წამია იმისთვის, რომ საკუთარ თავს პირველად ჰკითხო: რატომ ვაკეთებ ამას, სინამდვილეში?
იქნებ პასუხიც იქვეა, გზის დასაწყისში.