სიახლე SMART support-ში! ჩვენს მიერ დაანონსებული “შერჩევის პრაქტიკული კურსი“ დაიწყო. ინოვაციური პროგრამა შექმნილია დამწყები რეკრუტერებისთვის და ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ამ სფეროთი. კომპანიის მიზანი არის ცოდნის ძალით უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, ამავდროულად დაეხმაროს ბიზნეს კომპანიებს ღირებული თანამშრომლების შეძენაში. პირველი შეხვედრა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა! მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ SMART support-ის დამფუძნებლის მრავალფეროვანი გამოცდილება. კურსის ზოგად ნაწილში მან ისაუბრა სტრატეგიული HR-ის მნიშვნელობაზე ორგანიზაციაში და შერჩევის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებაში.
გვინდა გაგიზიაროთ სტუდენტების უკუკავშირი და ის აღმოჩენები რაც მათ გააკეთეს პირველი შეხვედრისას:
მაგდა ოქრუაშვილი – „წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამდენად გადამწყვეტია HR-ის როლი კომპანიის წარმატებისთვის. ლექციამ მთლიანად შეცვალა ჩემი აღქმა და დამაფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს HR-ის გადაწყვეტილებებს მთელ ორგანიზაციაზე“.
ანა მელიქიშვილი – „ეს შეხვედრა იყო ჩემთვის game-changer! მე აღმოვაჩინე HR, მისი ტრადიციული როლის მიღმა, რამაც გააღვივა ჩემი ინტერესი ამ მიმართულების მიმართ“.
თამუნა აფციაური – „შეხვედრაზე ვისაუბეთ HR სტრატეგიების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე. ამ განხილვისას გავაცნობიერე, რომ HR უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ისეთი გარემოს შექმნაში სადაც როგორც თანამშრომელს შეგიძლია განვითარდე და შენი წვლილი შეიტანო კომპანიის ზრდასა და წარმატებაში“.
კურსის მიმდინარეობასთან ერთად, სტუდენტები სულმოუთქმელად ელიან,უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ HR მიმართულება და შერჩევის პროცესის დეტალები.
თვალი ადევნეთ ჩვენი კურსის განვითარებას, სადაც გაგიზიარებთ უფრო მეტ ინფორმაციას პროცესში განხილულ საკითხებზე, რომლებიც გვეხმარებიან ორგანიზაციული წარმატების მიღწევაში.