როგორ ვაქციოთ მიზნები რეალობად ?
ყველას გვქონია მომენტი, როცა დიდი მიზნები დაგვისახავს, მაგრამ მათი განხორციელება ვერ მოგვიხერხებია. რატომ ხდება ასე და როგორ შეგვიძლია ეს შევცვალოთ? პასუხი მარტივია – საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც “განხორციელების განზრახვას” უწოდებენ.
განხორციელების განზრახვა არის წინასწარ შედგენილი გეგმა იმისა, თუ როდის და როგორ ვიმოქმედებთ. ეს არის მარტივი ფორმულა: “როცა წარმოიშობა სიტუაცია X, ჩემი რეაქცია იქნება Y”. კვლევები აჩვენებს, რომ ეს მიდგომა არაჩვეულებრივად ეფექტურია მიზნების მისაღწევად.
ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ გეგმას სახავენ – როდის და სად განახორციელებენ ამა თუ იმ მოქმედებას – გაცილებით წარმატებულები არიან მიზნების მიღწევაში. რადგან განხორციელების განზრახვა ბუნდოვან იდეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმად აქცევს.
რადგანაც პროცესი მარტივია. ამიტომ დაწყება არ გაგიჭირდებათ, უნდა მიყვეთ შემდეგ ფორმულას:
გავაკეთებ [მოქმედება], [დრო], [ადგილი]
მაგალითად: “ვივარჯიშებ ყოველ დილას 7 საათზე, სახლის აივანზე”” ან “წავიკითხავ წიგნს ყოველ საღამოს 9 საათზე, მისაღებში”.
“განხორციელების განზრახვის კიდევ ერთი ეფექტური ფორმაა “ჩვევის დაშენება”. ნაცვლად იმისა, რომ ახალი ჩვევა მხოლოდ დროსა და ადგილს დაუკავშიროთ, შეგვიძლია ის უკვე არსებულ ჩვევას მივაბათ:
[არსებული ჩვევის] შემდეგ [ახალ ჩვევას] შევიძენ
მაგალითად: “ყავის დალევის შემდეგ 10 წუთი მედიტაციას დავუთმობ” ან “სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ 20 წუთი გავისეირნებ”.
ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითგანვითარების ტექნიკა – ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომა, რომელიც ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მიზნების მიღწევისადმი. როდესაც ვიყენებთ ამ მეთოდებს, ვქმნით არა მხოლოდ გეგმას, არამედ მთელ სისტემას, რომელიც გვეხმარება ჩვენი მიზნები ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ.
მთავარია გვახსოვდეს, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რა გვინდა – არამედ იმაზეც, როგორ ვგეგმავთ მის მიღწევას. კონკრეტული გეგმის გარეშე, ჩვენი მიზნები მხოლოდ ოცნებებად დარჩება. მაგრამ როდესაც ვიყენებთ განხორციელების განზრახვისა და ჩვევების დაშენების ტექნიკებს, ვქმნით მკაფიო გზას წარმატებისკენ.
დაიწყეთ დღესვე – აარჩიეთ ერთი მიზანი და გარდაქმენით ის კონკრეტულ გეგმად. განსაზღვრეთ დრო, ადგილი და გარემოებები. დააკავშირეთ ის უკვე არსებულ ჩვევებთან. და რაც მთავარია, დაიწყეთ მოქმედება. რადგან საბოლოოდ, სწორედ მცირე, ყოველდღიური ნაბიჯები გვაახლოებს დიდ მიზნებთან.
გახსოვდეთ – თქვენი წარმატება დამოკიდებულია არა თქვენს ნიჭზე, არამედ უნარზე, შექმნათ და მიჰყვეთ მკაფიო გეგმას. განხორციელების განზრახვა კი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც ამ გზაზე დაგეხმარებათ”