გარემოს გავლენა ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში

სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების პროცესში მხოლოდ მოტივაცია საკმარისი არ არის. ჯეიმს ქლიარის მოსაზრებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გარემოს ოპტიმიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვევების ცვლილებას და ჩამოყალიბებას.  

ადამიანები ისე იქცევიან, როგორც გარემო განაპირობებს, რადგან ქცევები ხშირად გარე სიგნალებზე რეაგირებაა. მაგალითად, თუ ტელეფონი ყოველთვის ახლოს გვაქვს, უფრო მეტ დროს გავატარებთ სოციალურ ქსელებში. 

ჩვენ გონებრივად მივაკუთვნებთ ჩვენს ჩვევებს იმ ადგილებს, სადაც ისინი ჩნდება: სახლი, ოფისი, სპორტული დარბაზი. თითოეული ადგილი ავითარებს კავშირს გარკვეულ ჩვევებთან და რუტინასთან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სივრცეები, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ, რომ გაზარდოთ თქვენი ზემოქმედება პოზიტიურ სიგნალებზე და შეამციროთ თქვენი ზემოქმედება ნეგატიურზე.

სტაბილური გარემო, სადაც ყველაფერს აქვს ადგილი და მიზანი, არის გარემო, სადაც ჩვევები ადვილად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

თუ გინდა, რომ ჩვევა შენი ცხოვრების დიდ ნაწილად აქციო, მასზე მინიშნება შენს გარემოში ყურადღებას უნდა იქცევდეს. ეს მინიშნებები ჩვევაზე გაფიქრებთ მთელი დღის განმავლობაში და მისი შესრულება უფრო ბუნებრივი გახდება. მაგალითად, თუ გინდა, რომ მეტი იკითხო, წიგნები თვალსაჩინო ადგილას დადე.

როგორ გამოიყენო გარემო შენი ჩვევების გასაუმჯობესებლად?

✅ შექმენი გარემო, რომელიც სასურველ ჩვევებს გაამარტივებს.

✅ გაიმარტივე სასარგებლო ჩვევები, რაც უფრო ადვილია მათი შესრულება, მით უფრო დიდი შანსია, რომ მათ დავემორჩილოთ.

✅ გაართულე ცუდი ჩვევები, თუ შენი ტელეფონი სხვა ოთახშია, უფრო ნაკლებად გექნება ცდუნება, რომ სოციალური ქსელები გადაამოწმო.

✅ თუ რაღაც მარტივი და ხელმისაწვდომია, ამის გაკეთების შანსიც იზრდება.

გახსოვდეს, გარემო უნდა ემსახურებოდეს მიზნებს, და არა პირიქით! თუ გარემოს სწორად მოაწყობ, კარგი ჩვევები ბუნებრივად ჩამოყალიბდება.