ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • IFRS ის სტანდარტების დანერგვის პროექტში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის საჭიროებისამებრ სააღრიცხვო სისტემების დანერგვის პროცესში ჩართულობა და ამოცანების დასახვა პროგრამისტებისთვის IFRS სტანდარტების შესაბამისად;
  • ყოველთვიური IFRS ანგარიშგებების მომზადება, ბალანსი, მოგება ზარალი, Cash flow;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმდინარეობის მთლიანი პროცესის განმავლობაში გარე აუდიტორებთან ჩართულობა და პროცესების მართვა;
  • კომპანიის კონსოლიდირებული, ასევე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მონაცემების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის კანონით დადგენილ ვადებში;
  • ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება და საოპერაციო ეფექტურობის შეფასება როგორც ცალკეული ფილიალების დონეზე, ისე ჯამურად.
  • ბანკებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა;
  • კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • სწორი ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფისათვის მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ დეპარტამენტში, აუდიტორულ ან/და საკონსულტაციო კომპანიაში;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ჩაბარებული ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.