ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პროექტის დამუშავება და დაგეგმვა

  • ლოგისტიკური ოპერაციების დეტალური დაგეგმვა, ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და მიწოდების დეტალების გათვალისწინებით.
  • პროექტის მოცულობის, რესურსებისა და ვადების განსაზღვრა კომპანიის მიზნებთან და კლიენტების მოლოდინებთან შესაბამისობაში.
  • პროექტში ყველა შესაბამისი პირის ჩართვა, როგორც კომპანიის შიდა გუნდიდან, ასევე დამკვეთი, სატრანსპორტო და სხვა შესაძლო პროვაიდერი მხარეების მხრიდან.

პროექტების მართვა და კოორდინაცია:

  • ტვირთის გადაადგილების კოორდინაცია, საბაჟო პროცედურების და ტვირთის მიწოდების პროცესების ეფექტური მართვა.
  • ყოველდღიური ოპერაციების მართვა, პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება.
  • მესამე მხარის ლოგისტიკური პროვაიდერების მართვა, მათ შორის სატრანსპორტო,  სასაწყობე და სხვა მიმართულებით.

ბიუჯეტის და რესურსების მართვა:

  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა, ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი.
  • რესურსების ოპტიმიზაცია, მათ შორის თანამშრომლების, ტრანსპორტის და მარაგების მართვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ეფექტურობა.
  • პროექტის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება.

რისკების მართვა 

  • პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და მართვის შესაბამისი  სტრატეგიების დანერგვა.
  • ლოგისტიკური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

კომუნიკაცია და ანგარიშგება:

  • შიდა და გარე გუნდებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, რათა პროექტის მიზნები სრულყოფილად შესრულდეს.
  • პროექტების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • ბაკალავრის ხარისხი ლოჯისტიკაში, მიწოდების ჯაჭვის მართვაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.
  • PMP სერტიფიკატი ან მსგავსი კვალიფიკაცია (სასურველია)

 

 

გამოცდილება:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის ან სატრანსპორტო ოპერაციების მართვაში, მათ შორის 3 წელი პროექტების მართვაში.
  • საერთაშორისო ტრანსპორტირების, მიწოდების ჯაჭვის და სასაწყობე პროცესების მართვის გამოცდილება.
  • პარალელურად მიმდინარე რამდენიმე პროექტის მართვის გამოცდილება.

უნარები:

  • ლოჯისტიკური სისტემების (WMS, TMS ა.შ.)  და MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • გუნდის მართვის და ლიდერობის უნარები.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • ქართულ და ინგლისურ ენებზის მაღალ დონეზე ფლობა