წარმოიდგინეთ სამიზნე, რომელშიც სამი კონცენტრული წრეა: ცენტრში – რატომ, შემდეგ -როგორ და ბოლოს, ყველაზე დიდი წრეა – რა. ეს არის სტრუქტურა, რომელიც აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას ლიდერობაზე, შთაგონებასა და წარმატებაზე.
ამ მოდელს ხშირად წარმატებული ადამიანები და ორგანიზაციები ისინი, ვინც მიზნებს აღწევენ და ჩვენც შთაგვაგონებენ, ინსტინქტურად მისდევენ. მიზეზი და იდეა თუ რატომ მუშაობს ეს, მარტივია: ადამიანებს იზიდავთ ის, თუ რატომ აკეთებ.
მიუხედავად ამისა, უმეტესობა პირველ რიგში სწორედ “რას” ეუბნება სხვებს. მაგალითად: „ჩვენ ვატარებთ პროფესიულ ტრენინგებს HR სპეციალისტებისთვის“. ზოგმა შესაძლოა დაამატოს „როგორ“ და აღნიშნოს, რომ: „ჩვენი პროგრამები პრაქტიკული უნარებზის გამომუშავებაზეა მორგებული და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება.“მაგრამ მხოლოდ ცოტანი იწყებენ იქიდან, რაც სინამდვილეში აინტერესებთ ადამიანებს, კითხვა „რატომ“-ით: „ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი HR ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზაციების შექმნას და ამისთვის საჭიროა პრაქტიკული სწავლა.“