ჩვენ გთავაზობთ: 

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლის ფასდაკლების ბარათი;
  • Fitpass.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კამპანიების ვიზუალური სტილის შემუშავება: გრაფიკული კონტენტის, ინფოგრაფიკების,ილუსტრაციების;
  • მარკეტინგული კამპანიების ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
  • სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
  • ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
  • სოციალური მედიისთვის ვიზუალებისა და ვებ ბანერების დამზადება;
  • ფოტომასალების დამუშავება;
  • პროდუქტის შეფუთვის დიზაინის შექმნა;
  • დიზაინის ტენდენციების კვლევა და მუდმივი პროფესიული განვითარება;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • კომპანიის საჭიროების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიის ვიზუალური, საბეჭდი მასალის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში(პრეზენტაციები, კატალოგები, ბროშურები, ფლაერები, ბანერები, ბილბორდები და სხვა ბეჭდური მასალები).
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Ms Office, Internet research tools, Corel Draw; Adobe Photoshop, Adobe illustrator

პიროვნული თვისებები:

  • ვიზუალური და კრეატიული აზროვნება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
  • პროექტების ერთდროულად მართვის შესაძლებლობა;
  • ორგანიზებულობა და ვადების დაცვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.