ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება;
- ახალი მომწოდებლების / პროდუქციის მოძიება როგორც საერთაშორისო (გამოფენებზე) ასევე ადგილობრივ ბაზარზე და ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა;
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
- შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა წლის და თვის ჭრილში;
- შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- შესყიდვების ტრანსპორტირების ორგანიზება და ვადების კონტროლი;
- ლოჯისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობა
- იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და ბაზრის კვლევა;
- პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა და მარჟის კონტროლი;
- პროდუქციის ასორტიმენტის ასახვა პროგრამაში და მართვა;
- ფილიალების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პროდუქციით მომარაგება;
- ნაშთების და ასორტიმენტის რეგულარული ანალიზი;
- გაყიდვების ანალიზი კატეგორიების მიხედვით;
- ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
- სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;