ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულების შენარჩუნება;
  • კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარება;კლი
  • ენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩართვა;
  • კომერციული წინადადებების ფორმირება და ფასის მოლაპარაკება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
  • ხელშეკრულების მომზადება და მათი გაფორმების სრული კორდინაცია, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
  • CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ანგარიშგება;
  • კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ეკონომიკის მიმართულებებს);
  • Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
  • ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.