მენტორინგის პროგრამა:სტრატეგიული HR – პერფორმანსის მართვის პროგრამა აქტიურ ფაზაში გრძელდება.

ამ ეტაპზე მონაწილეები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ პერფორმანსის მართვა თეორიიდან პრაქტიკაში და როგორ შექმნან სისტემები, რომლებიც რეალურად მუშაობს ორგანიზაციაში.

კურსის ფარგლებში მათ დაიწყეს მუშაობა მიზნების სწორად ჩამოყალიბებაზე — როგორ უნდა იქცეს ზოგადი ამოცანა მკაფიო, გაზომვად და რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ მიზნად. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმასაც, თუ როგორ უნდა იყოს ინდივიდუალური მიზნები დაკავშირებული ორგანიზაციულ სტრატეგიასთან.

მომდევნო ეტაპზე მონაწილეებმა უფრო სიღრმისეულად განიხილეს პერფორმანსის მართვის ციკლი — დაგეგმვიდან მონიტორინგამდე, შეფასებამდე და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე. ამ კონტექსტში მათ იმუშავეს სხვადასხვა ტიპის მეტრიკებზე და გააანალიზეს, როგორ შეიძლება შესრულების შეფასება იყოს არა მხოლოდ ობიექტური, არამედ ბიზნეს მიზნებთან შესაბამისიც.

კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო შეფასების ინსტრუმენტებს. მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს სხვადასხვა მიდგომა — თვითშეფასებიდან 360-გრადუსიან შეფასებამდე — და დაინახეს, რამდენად განსხვავებულ სურათს გვაძლევს თითოეული მათგანი თანამშრომლის შესრულებისა და პოტენციალის შესახებ.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტალანტების იდენტიფიცირებას. მონაწილეები მუშაობდნენ 9 Grid Box მატრიცაზე, რაც მათ დაეხმარა უკეთ დაენახათ, როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლების დაჯგუფება შესრულებისა და პოტენციალის მიხედვით და როგორ უნდა გადანაწილდეს განვითარების რესურსები.

კურსის ამ ეტაპზე მონაწილეებმა ასევე იმუშავეს KPI, MBO და OKR სისტემებზე — მათ შორის განსხვავებებზე და პრაქტიკაში გამოყენების სტრატეგიებზე. მათ შექმნეს საკუთარი KPI-ები, განსაზღვრეს target range-ები და წონები და იმუშავეს შესრულების შედეგების კალკულაციაზე.

მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმასაც, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს მიზნების შესრულება და კომპეტენციების შეფასება ერთიან სისტემაში, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო სრულ და სამართლიან შესრულების მართვის მოდელს.

გვსურს გაგიზიაროთ სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირების ნაწილი:

“კურსი იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციით სავსე და კარგად ორგანიზებული. მომცა ძალიან ღირებული ცოდნა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება ჩემი კარიერის განვითარებაში.”

“კვალიფიციური და პროფესიონალი ლექტორები სრულად და ამომწურავად გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ძალიან საინტერესო თხრობის მანერა აქვთ და ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხსნიდნენ რთულ თემებისაც კი, რაც უფრო მარტივად აღსაქმელს ხდიდა საკითხებს.”

ერთი წარმატებული კურსი თუ პროგრამა ხშირად დიდი კარიერული ცვლილებების დასაწყისია. თუ გსურს შენი პროფესიული პორტფოლიო კიდევ უფრო გაამდიდრო და ჩვენს მზარდ საზოგადოებას შემოუერთდე, გაეცანი Smart Support-ის ყველა კურსს. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება გახდე ბაზარზე კონკურენტუნარიანი ლიდერი.